ჩვენ შესახებ

F’ lovers სამი გოგოს კომპანიაა, რომლებმაც საქმიანობა ყვავილებს დაუკავშირეს. სიტყვა „კომპანია“ თითქოს არც კი უხდება იმ ამბავს, რასაც პროფესიით ექიმი სალომე აბესაძე, ესპანური ენის სპეციალისტი ეკა გელოვანი და გერმანისტი ნესი წიკლაური უკვე 21 წელია სიყვარულით ქმნიან.

F lovers-ის ხელწერა ყოველთვის გამორჩეულია. თუ გინდათ ნახოთ, როგორ შეიძლება იყოს ღონისძიება თან სადა, თანაც ზომიერად პომპეზური და ამავდროულად, ძალიან დასამახსოვრებელი, ეკას, ნესის და სალომეს მიაკითხეთ. F lovers-ის გუნდს ბევრი გაუხარებია და მოუხიბლავს ყოველდღიური თუ სადღესასწაულო თაიგულებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაფორმებით თუ ინტერიერის დეკორატიული მორთვით, მათ ეს საუკეთესოდ გამოსდით.

Close
Sign in
Close
Cart (0)

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის. თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.